მოსამართლის მიმართ სადისციპლინო სახდელის ერთ-ერთ სახე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მისი შესაბამისს სასწავლებელში გაგზავნა იქნება
მოსამართლის მიმართ სადისციპლინო სახდელის ერთ-ერთ სახე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მისი შესაბამისს სასწავლებელში გაგზავნა იქნება

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის კორექტირება მოხდა, რომლის გათვალისწინებით, მოსამართლის მიმართ სადისციპლინო სახდელის ერთ-ერთ სახე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მისი შესაბამისს სასწავლებელში გაგზავნა იქნება.

მსგავსი სადისციპლინო სახდელი პროექტში ცვლილებების მესამე მოსმენის წინ აისახა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უკვე წარადგინეს. საკითხის მომხსენებელი გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ აღნიშნული შეთავაზება ოპოზიციას ეკუთვნის, რაც მმართველმა გუნდმა გაიზიარა.

კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ასეთ შეთანხმებას ემიჯნება, რადგან მისთვის მოსამართლეების იძულებითი სწავლა მიუღებელია.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში შესწორებები შევიდა, რაც გულისხმობს, რომ კანონს აღარ დაემატა მოსამართლეთა მიმართ შემდეგი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ სასამართლოში, არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში.