მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის ოთხი წევრი აირჩიეს
მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის ოთხი წევრი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთა XXII კონფერენციაზე, რომელსაც 310 მოსამართლიდან 268 ესწრებოდა, კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის წესში ცვლილებები; კენჭისყრით აირჩიეს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის ოთხი წევრი: ვლადიმერ კაკაბაძე (254 ხმით), ხატია არდაზიშვილი (256 ხმით), თეა ძიმისტარაშვილი (262 ხმით) და ნინო ბუაჩიძე (252 ხმით). ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

დღევანდელ ღონისძიებას არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენცია ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან თევზაძემ გახსნა. საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნმა და გიორგი მიქაუტაძემ დამსწრე საზოგადოებას ყოველწლიური ანგარიშები წარუდგენეს.