მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შესახებ დღეს კონფერენცია გაიმართება
მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შესახებ დღეს კონფერენცია გაიმართება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, უმასპინძლებს საჯარო კონფერენციას თემაზე „მოსამართლეთა დამოუკიდებლობის სტანდარტები აშშ-სა და საქართველოში“.

ღონისძიება 13:30 საათზე დაიწყება.

კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე და ამერიკის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ელისონ ქეი დანქენი.

საჯარო კონფერენციას აგრეთვე დაესწრება მართლმსაჯულების სექტორის თითქმის ყველა წარმომადგენელი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, დონორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მოსამართლეები.