მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი შეიცვალა

18:24, 22.05.2018

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი შეიცვალა. ნაცვლად 2018 წლის 30 ივნისისა, გამოცდა 21 ივლისს ჩატარდება, ხოლო მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა), ნაცვლად 7 ივლისისა, 2018 წლის 28 ივლისს ჩაინიშნა.

საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით, კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 29 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით იწარმოებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო.

მსგავსი