მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრა 16 იანვრამდე გაიმართება
მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრა 16 იანვრამდე გაიმართება

იუსტიციის საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრა 16 იანვრამდე გაიმართება.

მისივე თქმით, აუცილებელია კენჭისყრა იქამდე ჩატარდეს, ვიდრე საბჭოს წევრს, ვახტანგ მჭედლიშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება.

„დეკემბრის ბოლოს ჩატარდა გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან, შესაბამისად, უახლოეს დღეებში მოგვიწევს ჩავატაროთ კენჭისყრა. იქიდან გამომდინარე, რომ ვახტანგ მჭედლიშვილს ვადა ეწურება 16 იანვარს, შესაბამისად, კენჭისყრა 16 იანვრამდე გაიმართება“, –  განმარტა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება დეკემბრის ბოლოს გამართა. სულ რეგისტრირებული 82 კანდიდატი იყო, თუმცა გასაუბრებაზე 79 გამოცხადდა.