მოსამართლეობის მსურველი კანდიდატებიდან 19-მა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა
მოსამართლეობის მსურველი კანდიდატებიდან 19-მა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლედ განწესების მსურველ კანდიდატებს კენჭს უყრის. საბჭოს არჩევანის გაკეთება 57 კანდიდატიდან მოუწევს.

სულ გასაუბრება გაიარა 79-მა, თუმცა აქედან სამმა კანდიდატმა, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ვასილ მშვენიერაძემ, გიორგი არევაძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლეა და ნიკოლოზ მარსაგიშვილმა საკუთარი კანდიდატურები უცნობი მიზეზის გამო მოხსნეს. ხოლო 19-მა კანდიდატმა, კენჭისყრაზე მოსახვედრად საჭირო კრიტერიუმები, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა.

დღეს კენჭისყრაზე გავა იმ მოსამართლის კანდიდატურაც, რომელსაც სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ. ასეთია ლევან თევზაძე, რომელიც შესაბამისად უვადოდ გამწესდება.

სულ ქვეყნის მასშტაბით 32 სასამართლოში 52 ვაკანსიაა გამოცხადებული.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, დღეს კენჭისყრაზე სულ ორი კატეგორიის მოსამართლეები მოხვდნენ.

“დღეს დასანიშნია მოსამართლეების ორი კატეგორიაა – მოსამართლეები, რომელსაც აქვთ გამოცდილება სამ წელზე მეტი ვადით, რომლებიც ინიშნებიან შემდეგ უკვე უვადოდ და მოსამართლეები, რომლებიც არიან სკოლის მსმენელები, არ აქვთ სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება.  ასეთები ინიშნებიან სამწლიანი გამოსაცდელი ვადით და მერე უკვე მოხდება მათი ყოველწლიური შეფასება”, – განმარტა ნაზი ჯანეზაშვილმა.