მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი - როდესაც შენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, არსად მოვერიდები ამის თქმას
მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი - როდესაც შენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, არსად მოვერიდები ამის თქმას

როდესაც შენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ეს არის აღიარებული ფაქტი, არსად მოვეროდები ამის თქმას, ეს მე, არანაირად მიზღუდავს ჩემს სამსახურებრივ დამოკიდებულებებს, – ასე უპასუხა, უზენაესი სასამართლოს მოსმაართლეობის კანდიდატმა, მერაბ გაბინაშვილმა, იუსტციიის უნაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას, მოსამართლეს შეუძლია თუ არა, წავიდეს ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე.

​მერაბ გაბინაშვილის თქმით, საკუთარი ქვეყნის, სამშობლოს განცდა ყოველთვის უნდა ჰქონდეს ადამიანს.

„ოკუპაციის შესახებ კანონი მიღებულია. არის ძალიან მაღალი ღირებულებები, რომელი ღირებულებების აღიარებაც მოსამართლეს არ უნდა ეშინოდეს. ჩვენ, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ ფაქტთან, რომელიც გულის და სულის სიღრმემდე შემძვრელია და როდესაც შენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ეს არის აღიარებული ფაქტი, არსად მოვერიდები ამის თქმას. ეს მე, არანაირად მიზღუდავს ჩემს სამსახურებრივ დამოკიდებულებებს. მე მივესალმები მაგ კანონის მიღებას და მივესალმები იმ ადამიანების წამების მსხვერპლად გამოცხადებას და ასეთი ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო, მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილი, რომლებიც შეგნებულად აწამეს იმის გამო, რომ ისინი იყვნენ თავის ქვეყნის ინტერესების დამცველები, მეტი არაფერი.

მესმის, რომ ეს ძალიან რთული და სენსიტიური თემებია, მაგრამ ეს არის ის საერთო და უზენაესი ღირებულებები, როგორიც არის სიცოცხლის უფლება. საკუთარი ქვეყნის,სამშობლოს განცდა სულ უნდა გქონდეს და არ უნდა გტოვებდეს არსად, არცერთ სიტუაციაში. ხვალ რომ საჭირო გახდეს ყველა ფიზიკურად იქ უნდა დავდგეთ, სადაც უნდა ვიდგეთ, სადაც იდგნენ და აქამდე მოიტანეს სახელმწიფო. ეს ვასწავლოთ ჩვენს შვილებს და ეს გავაკეთოთ, თუ ამის საჭიროება გახდა“, – განაცხადა გაბინაშვილმა.