მოსამართლეებისა და იურისტებისთვის კონკურენციის სფეროში სემინარი იმართება
მოსამართლეებისა და იურისტებისთვის კონკურენციის სფეროში სემინარი იმართება

ევროკავშირის პროექტის – „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა” ორგანიზებით, კონკურენციის სფეროში, ქართველი მოსამართლეებისა და იურისტებისთვის ორ დღიანი სემინარი იმართება.

შეხვედრები დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობს, სადაც მხარეები სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობენ, მათ შორის: რა საფრთხის წინაშე აყენებს კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედება ეკონომიკას, რა არის საჭირო კონკურენციის ორგანოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, მხარეები ასევე განიხილავენ საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის განვითარების შესაძლებლობებს, უწყების ძირითადი მიზნებსა და სამართლებრივ მიდგომებს.

სემინარში თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები და თანაშემწეები, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცის წევრები მონაწილეობენ.

დატოვე კომენტარი