მოსამართლე მაკა გორგოძემ ანა დოლიძეს მიმართა - აუდიტორიაში რომ შებრძანდებით, ნუ ეტყვით ჩემს შვილს, რომ მისი დედა მონაა, აღარ დაგიჯერებთ, რადგან იცის, რომ დედას მონად არ გაუზრდია
მოსამართლე მაკა გორგოძემ ანა დოლიძეს მიმართა - აუდიტორიაში რომ შებრძანდებით, ნუ ეტყვით ჩემს შვილს, რომ მისი დედა მონაა, აღარ დაგიჯერებთ, რადგან იცის, რომ დედას მონად არ გაუზრდია

რომ შებრძანდებით აუდიტორიაში, ძალიან გთხოვთ, ნუ ეტყვით ჩემს შვილს, რომ მისი დედა არის მონა, ის თქვენ აღარ დაგიჯერებთ, რადგან იცის, რომ მონად არ გაუზრდია მის დედას, – ასე მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაკა გორგოძემ საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს.

მოსამართლე მაკა გორგოძის თქმით, მისი შვილი იმ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს, სადაც ანა დოლიძე კითხულობს ლექციებს და დოლიძეს დიდ პატივს სცემს.

„ჩემი შვილი იდგა საპროტესტო აქციებზე, თქვენს მხარდამხარ, რომელიც „შავი ზღვის უნივერსიტეტს“ ეძღვნებოდა. იყო ერთ-ერთი კიარა, მთავარი ორგანიზატორი აქციების, რომლებსაც ერთ-ერთი სახელმწიფო მაღალჩინოსნის გადადგომა მოჰყვა. აქ არიან საბჭოს წევრები. თუ რომელიმე მათგანმა იცის ამის შესახებ, თუ რომელიმე მათგანმა მითხრა, რომ არ შეიძლება სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში მთავრობის წინააღმდეგ ჩემმა შვილმა მიიღოს მონაწილეობა, კი ბატონო, მე დღეს უკვე მოსამართლე არ ვიქნებოდი და არც თქვენს წინაშე გამოვიდოდი სიტყვით. მაგრამ რომ შებრძანდებით აუდიტორიაში, ძალიან გთხოვთ, ნუ ეტყვით ჩემს შვილს, რომ მისი დედა არის მონა, ის თქვენ აღარ დაგიჯერებთ, რადგან იცის, რომ მონად არ გაუზრდია მის დედას. ის თქვენთან ერთად მონაწილეობდა ყველანაირ აქტივობაში, რაც მისთვის სიმართლედ აღქმულ გარემოებებს ეხებოდა“, – განაცხადა მოსამართლე მაკა გორგოძემ.