მოსამართლე ბათუმის საქალაქო სასამართლოს  თავმჯდომარეს დევნაში ადანაშაულებს
მოსამართლე ბათუმის საქალაქო სასამართლოს  თავმჯდომარეს დევნაში ადანაშაულებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე სასამართლოს თავმჯდომარეს დავით მამისეიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ თავმჯდომარესთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების გამო დევნიდნენ.

მოსამართლის განცხადებით, სწორედ ამ დამოკიდებულების გამო უთხრეს უარი უვადოდ დანიშვნაზე.

„ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი შეგნებულად მიშლიდა ხელს, რომ განმეხორციელებინა მართლმსაჯულება. მიქმნიდა პრობლემებს, დაიწყო კავშირების გაბმა პროკურატურაში, შეთანხმებულად დაიწყეს თავდასხმა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დისციპლინური დევნის საკითხები დააყენეს. ყოველივე ამის უკან რომ თვითონ დგას, მე ამის მტკიცებულებები შემიძლია მივაწოდო შესაბამის უწყებებს“, – აცხადებს ირაკლი შავაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

მოსამართლე ფაქტების გასაჯაროებას გეგმავს და დახმარებისთვის არასამთავრობო სექტორს, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და საერთაშორისო გამჭვირვალობას მიმართავს.