მოსახლეობა ვაკე-საბურთალოს გამგეობის ეზოში სკვერის კერძო საკუთრებაში შესაძლო გადაცემას აპროტესტებს
მოსახლეობა ვაკე-საბურთალოს გამგეობის ეზოში სკვერის კერძო საკუთრებაში შესაძლო გადაცემას აპროტესტებს

თბილისის ვაკე-საბურთალოს გამგეობასთან, თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გამგეობის ეზოში არსებული სკვერის კერძო საკუთრებაში შესაძლო გადაცემას აპროტესტებენ.

მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანია ადგილზე მშენებლობის დაწყებას აპირებს და ამის შემდეგ სკვერის გამოყენება მოსახლეობისთვის შეუძლებელი გახდება.

მოსახლეობა თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვს.