მორის მაჩალიკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
მორის მაჩალიკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებული პირების, მორის მაჩალიკაშვილის, ილია მემარნიშვილის, ბეჟან ლორთქიფანიძისა და გიორგი ქურდოვანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ.

დაკავებულებიდან ერთ-ერთი, მორის მაჩალიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილია. პროცესს თავად მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრება. ის ძმისშვილის ბრალეულობას 20-21 ივნისის მოვლენების დროს ძალადობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს.

ოთხივე პირი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზეა დაკავებული.