მორჩილაძემ და თანდილაშვილმა ახალგაზრდული ნაკრების შეკრება შეაფასეს #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებმა, თორნიკე მორჩილაძემ და ლევან თანდილაშვილმა თურქული შეკრება შეაფასეს, სადაც რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებოდა და ფინეთისა (4:2) და სერბეთის (3:1) ახალგაზრდული ნაკრებები დაამარცხა.
თორნიკე მორჩილაძე: „სერბებთან თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. სასიამოვნოა, რომ ორივე ამხანაგური მატჩი გამარჯვებით დავასრულეთ და ევროპის ჩემპიონატს კარგ ფორმაში შევხვდებით. მიხარია, რომ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანე და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე“.
ლევან თანდილაშვილი: „სერბებთან სასტარტო შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩავატარე. დაძაბული შეხვედრა იყო და კარგია, რომ მოვიგეთ. მთლიანობაში, მიმაჩნია, რომ სასარგებლო შეკრება გამოვიდა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ივნისში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ჯგუფში პოლონეთს, საფრანგეთსა და პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ევრო 2025 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
11 ივნისი, ჟილინა
პოლონეთი – საქართველო
14 ივნისი, ჟილინა
საფრანგეთი – საქართველო
17 ივნისი, ტრენჩინი
საქართველო – პორტუგალია