მორატას დუბლით „ატლეტიკომ“ „ხეტაფე“ დამაჯერებლად დაამარცხა #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში მადრიდის „ატლეტიკო“ „ხეტაფეს“ ესტუმრა.
დიეგოს სიმეონეს შეგირდებს „ხეტაფეს“ ფეხბურთელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და შეხვედრა სტუმრების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
ანგარიში მე-15 წუთზე მორატამ გახსნა, 59-ზე წუთზე კი ისევ გაიტანა და დუბლი შეასრულა. მატჩის საბოლოო ანგარიში 75-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა დააფიქსირა – 3:0 მადრიდელთა სასარგებლოდ.