მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი 21 მაისს განახლდება
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი 21 მაისს განახლდება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი 21 მაისს 16:00 საათზე განახლდება.

მომავალ პროცესზე სასამართლო ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვას გააგრძელებს.

მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ დღეს ბრალდების მხარის ხუთი მოწმე დაკითხა. პროცესს ესწრებოდა ბრალდებული. კვირიკაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა, რა დროსაც მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, 26 წლის გიორგი პაპასკირი, პაპასკირის მეუღლე და მათი მეგობარი გოგონა დაიღუპნენ.