მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ათი ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა
მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ათი ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა

მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ათი ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა.

აღნიშნულია შესახებ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

„აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მონიტორინგისა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ათი ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს შავი ზღვის სანაპიროზე მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით საზღვაო სეზონის პერიოდში. დამატებითი საგუშაგოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის ზედამხედველობის ეფექტიანობასა და შესაძლო საგანგებო შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სანაპიროზე მოქმედი წესები და გაითვალისწინონ მაშველების მითითებები — თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.