მოქალაქეთა ჯგუფმა აჭარაში გაერო-ს მიგრანტთა პაქტი გააპროტესტა
მოქალაქეთა ჯგუფმა აჭარაში გაერო-ს მიგრანტთა პაქტი გააპროტესტა

აჭარაში დღეს მოქალაქეთა ჯგუფმა გაერო-ს მიგრანტთა პაქტი გააპროტესტა. მათ „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია შეხვდა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა შეუერთდა გაერო-ს მიგრანტთა პაქტს, რაც ნიშნავს, რომ საქართველო აზიიდან და აფრიკიდან მიგრანტების მიღების ვალდებულებას იღებს. მისი განცხადებით, ეს ქვეყანას საშიშროების წინაშე დააყენებს.

მოქალაქეებმა მთავრობას ღია წერილით მიმართეს. ისინი ხელისუფლებისგან გაერო-ს მიგრანტთა პაქტისგან გამიჯვნას ითხოვენ. 16 მარტს ანალოგიური მოთხოვნით შეკრება თბილისშია დაგეგმილი.