მოქალაქეებს, რომლებიც კარვებს „პისიარ“ ტესტირებისთვის მიმართავენ, სამი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში  დარჩენის რეკომენდაცია მიეცათ
მოქალაქეებს, რომლებიც კარვებს „პისიარ“ ტესტირებისთვის მიმართავენ, სამი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩენის რეკომენდაცია მიეცათ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე იმსჯელეს აჭარაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე. მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები რეგულაციების კონტროლისა და გამკაცრების მიმართულებითაც.

მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან კოორდინაციით, აჭარაში ტესტირება კიდევ უფრო გაფართოვდა. დღეს, „პისიარ“ ტესტირების კარვები აჭარაში დამატებით ორ ლოკაციაზე განთავსდა. მოქალაქეებს, რომლებიც მიმართავენ კარვებს „პისიარ“ ტესტისთვის, მიეცათ რეკომენდაცია, სამი დღის განმავლობაში დარჩნენ თვითიზოლაციაში და მოერიდონ კონტაქტებს. ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, აჭარაში კულტურული ღონისძიებები, როგორც ღია ისე დახურულ სივრცეში შეჩერდა.

ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარიტუალო დარბაზებისა და ტურისტული ობიექტების, ტრანსპორტის, აგრარული ბაზრებისა და მასობრივი თავშეყრის ადგილების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებასთან დაკავშირებით.

ინფორმაცია აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.