მოქალაქეები, რომლებსაც მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადების გამო მარნეულში დარჩენა მოუწიათ, მუნიციპალიტეტს დღეს დატოვებენ
მოქალაქეები, რომლებსაც მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადების გამო მარნეულში დარჩენა მოუწიათ, მუნიციპალიტეტს დღეს დატოვებენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან ის მოქალაქეები არიან შეკრებილი, რომლებიც ადგილობრივები არ არიან და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაშინ დარჩნენ, როდესაც მარნეული მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

ამ მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებითა და საპატრულო პოლიციის თანხლებით, დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტიდან გაიყვანენ.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ეს მოქალაქეები ორკვირიან კარანტინს გაივლიან მას შემდეგ, რაც მარნეულს დატოვებენ. კარანტინის გავლა მათ სურვილისამებრ თბილისის, რუსთავის ან საირმის საკარანტინო სივრცეში მოუწევთ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საუბარია ჯამში 370 მოქალაქეზე.