მონტენეგროში ბოლო სამ კვირაში „კოვიდ-19“-ის პირველი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
მონტენეგროში ბოლო სამ კვირაში „კოვიდ-19“-ის პირველი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მონტენეგროში ბოლო სამი კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის პირველი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებულია მამაკაცი, რომელიც მონტენეგროში მეზობელი ბოსნიიდან ჩავიდა. მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მონტენეგროში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 325 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია ცხრა ადამიანი.

პრემიერ-მინისტრმა, დუშკო მარკოვიჩმა 25 მაისს მონტენეგრო „კოვიდ-19“-სგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა.