მონტენეგროს საზოგადოებრივ მაუწყებელში აცხადებენ, რომ ევროვიზია 2022-ზე მათი ჟიურის კენჭისყრა ჩატარდა რეგულარული პროცედურებით და ვერ ხედავენ რაიმე სახის დარღვევაზე ეჭვის საფუძველს
მონტენეგროს საზოგადოებრივ მაუწყებელში აცხადებენ, რომ ევროვიზია 2022-ზე მათი ჟიურის კენჭისყრა ჩატარდა რეგულარული პროცედურებით და ვერ ხედავენ რაიმე სახის დარღვევაზე ეჭვის საფუძველს

მონტენეგროს მაუწყებელი RTCG ევროვიზია 2022-ის დროს მათი ჟიურის ხმების გაუქმების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში RTCG განმარტავს, რომ მათ გაუგზავნეს მოთხოვნა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წარმომადგენლებს დაზუსტებისთვის. ისინი აცხადებენ, რომ ხმის მიცემის პროცედურა იყო რეგულარული და ვერ ხედავენ რაიმე სახის დარღვევაზე ეჭვის საფუძველს.

„მას შემდეგ, რაც ევროვიზიის ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექვს ქვეყანაში ჟიურის კენჭისყრა სადავო გახდა, გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ განმარტებებისთვის მოთხოვნა გავუგზავნეთ ევროპის მაუწყებელთა კავშირის უფლებამოსილ წარმომადგენლებს. მათ განაცხადეს, რომ RTCG გამოკითხვაში კენჭისყრა ჩატარდა რეგულარული პროცედურებით. ამის შემდეგ იგი სათანადოდ დამოწმებული იყო EBU-ს მიერ, რომ ისინი ვერ ხედავენ რაიმე სახის დარღვევაზე ეჭვის საფუძველს და ელიან ამ კითხვაზე დეტალურ პასუხს. რაც შეეხება ფინალურ ღამეს, როგორც მაყურებელი პირდაპირ ეთერში ხედავდა, ხმები საჯაროდ გამოცხადდა და ჩვენი ჟიურის გემოვნება დიდწილად დაემთხვა ფინალურ ცხრილში მყოფი ქვეყნების „განრიგს“, – ნათქვამია განცხადებაში.

RTCG-ის ევროვიზიის დელეგაცია აღნიშნავს, რომ ისინი საზოგადოებას რაც შეიძლება მალე აცნობებენ ყველა იმ ინფორმაციას, რომელსაც მიიღებენ ევროვიზია 2022-ის ორგანიზატორებისგან.

როგორც მანამდე, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) განაცხადა, ევროვიზია 2022-ის მიმდინარეობისას ხმების არასწორი სქემით მიცემის გამო, ექვსი ქვეყნის ჟიურის შეფასება გაუქმდა.

ეროვნული ჟიურის მიერ დაწერილ ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. თუმცა ფინალურ შოუზე ქულების გამოცხადებისას აღმოჩნდა, რომ საქართველოსგან 12 ქულა გაერთიანებულ სამეფოს მიენიჭა. ევროვიზიის ქართულმა დელეგაციამ, რომელიც კონკურსს ესწრებოდა, გააპროტესტა შექმნილი ვითარება ევროვიზიის ორგანიზატორთან, ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU). ამ დროისთვის EBU-ში მიმდინარეობს მოკვლევა და მაუწყებელი ელოდება შედეგებს. ამასთანავე, მსგავსი პრობლემა შეექმნა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კიდევ რამდენიმე ქვეყანას, რაზეც მიმდინარეობს მოკვლევა ევროპის მაუწყებელთა კავშირში.