მონტენეგროს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური გაერთიანება აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება
მონტენეგროს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური გაერთიანება აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება

მონტენეგროს ოპოზიციურ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება.

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანა ევროკავშირში რაც შეიძლება მალე შევიდეს.

გაერთიანების ლიდერების განცხადებით, ქვეყანა თავის ყველა საერთაშორისო პასუხისმგებლობას შეასრულებს.

„ახალი მთავრობა მონტენეგროში ყველა საჭირო რეფორმას გაატარებს, რათა ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი. დემოკრატიუილი ხელისუფლებაში იქნებიან კონკრეტული სფეროების ექსპერტები, მიუხედავად მათი პოლიტიკური, რელიგიური, ეროვნული თუ სხვა მახასიათებელებისა“, – განაცხადეს გაერთიანების ლიდერებმა საერთო განცხადებაში.

მონტენეგროში არჩევნები 30 აგვისტოს ჩატარდა. არჩევნებში ოპოზიციურმა გაერთიანებამ ხმების 35,5 პროცენტი მიიღო და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.