მონტენეგროს ნაკრების მწვრთნელი – საქართველო სხვა დონეზეა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატს შესარჩევ ეტაპზე მონტენეგროს 101:74 სძლია.
მონტენეგროს მთავარმა მწვრთნელმა ზვეზდან მიტროვიჩმა მატჩი მოკლედ შეაფასა:
„დღეს საქართველომ დიდებულად ითამაშა. დაიმსახურა გამარჯვება. სამი პერიოდი ბრძოლაში გავატარეთ, მაგრამ ბოლოს თამაში ვეღარ გავაკონტროლეთ და მოიგო ძლიერმა. საქართველო სხვა დონეზეა.
ალექსანდრ ჯიკიჩს ჰყავს NBA-ის კალათბურთელები, ევროლიგის საუკეთესო ფორვარდი თორნიკე შენგელია. ჩვენ არც NBA-ელები გვყავს და არც ევროლიგელები. აქედან გამომდინარე, საქართველოს დონის ნაკრებთან თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდილებაა“.