მონტენეგროს მოქალაქეობის მიღება 250-450 ათასი ევრო ეღირება
მონტენეგროს მოქალაქეობის მიღება 250-450 ათასი ევრო ეღირება

მონტენეგროს მოქალაქეობის მიღება 250 ათასი ევროდან იქნება შესაძლებელი. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ქვეყნის ნაკლებად განვითარებული რეგიონების ეკონომიკური დახმარების მიზნით მიიღო. შეთავაზება მოკლევადიანია და მხოლოდ 3 წელს გასტანს. ხოლო იმ პირებს, ვისაც შედარებით განვითარებულ რეგიონში სურთ ინვესტირება, მოქალაქეობის მიღება 450 ათასი ევრო დაუჯდებათ.

ამასთან, ფასიანია განაცხადის გაკეთებაც, რაც 100 ათასი ევრო ღირს. ამ შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს.