მონტენეგრომ საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, საიდანაც შესვლა დამატებითი შეზღუდვების გარეშეა შესაძლებელი
მონტენეგრომ საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, საიდანაც შესვლა დამატებითი შეზღუდვების გარეშეა შესაძლებელი

მონტენეგრომ საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, საიდანაც მონტენეგროში შესვლა დამატებითი შეზღუდვების გარეშეა შესაძლებელი.

ქვეყნების სია მონტენეგროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მათ შორის წარმოდგენილია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო და კიდევ 50 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ამ სიაში წარმოდგენილ ქვეყნებიდან მონტენეგროში ჩასვლისას მოგზაურს კორონავირუსზე ტესტის ცნობის წარდგენა ან კარანტინის გავლა არ მოუწევთ. საქართველოსთან ერთად, ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ უკრაინა, ბელარუსი, თურქეთი, ჩინეთი.

ამასთან, მონტენეგროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ქვეყნების სია, საიდანაც მონტენგროში ჩასასვლელად კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, ისრაელი, სინგაპური და კანადა.

დანარჩენი ქვეყნებიდან მონტენეგროში ჩასასვლელად სავალდებულო იქნება კარანტინის გავლა.

დატოვე კომენტარი