მონტენეგრომ გადატრიალების მომზადების ბრალდებით ოპოზიციის ორ ლიდერსა და რუსეთის ორ მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა
მონტენეგრომ გადატრიალების მომზადების ბრალდებით ოპოზიციის ორ ლიდერსა და რუსეთის ორ მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა

მონტენეგრომ გადატრიალების მომზადების ბრალდებით ოპოზიციის ორ ლიდერსა და რუსეთის ორ მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიციის ლიდერები, ანდრია მანდიჩი და მილან კნეზევიჩი „დემოკრატიული ფრონტის ალიანსის“ დეპუტატები არიან. მონტენეგროს ოპოზიცია ბრალდებებს უარყოფს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრორუსული პოლიტიკური ორიენტაციის ოპოზიციონერების გარდა, პატიმრობა მიუსაჯეს კიდევ 12 ადამიანს.

მონტენეგროში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეები სავარაუდოდ რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო აგენტები არიან, რომელთა გასამართლება დაუსწრებლად მოხდა. რუსეთის მოქალაქეებს, ედუარდ შიშმაკოვს და ვლადიმირ პოპოვს 12 და 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურორების მტკიცებით, 2016 წელს შეთქმულების მონაწილეებს კრემლის მხარდაჭერა ჰქონდათ, რომლებსაც პროდასავლელი პოლიტიკოსი, მილო ჯუკანოვიჩი უნდა მოეკლათ და ქვეყნის ნატოში გაწევრიანება დაებლოკათ.

მილო ჯუკანოვიჩი შემდეგ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი გახდა. რუსეთმა მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებას „ბალკანეთის და მთელი ევროპის სტაბილურობის დამაზიანებელი“ უწოდა.