მონტენეგრომ დღეიდან 120 ქვეყნისთვის საზღვარი გახსნა, მათ შორის არის საქართველოც
მონტენეგრომ დღეიდან 120 ქვეყნისთვის საზღვარი გახსნა, მათ შორის არის საქართველოც

მონტენეგრომ დღეიდან 120 ქვეყნისთვის საზღვარი გახსნა, მათ შორის არის საქართველოც. ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველი ივნისიდან მონტენეგრო ნაწილობრივ გახსნის საზღვარს.

იმ ქვეყნების ნუსხაში, საიდან ჩასულ მგზავრებსაც მონტენეგროში მიიღებენ, არის ევროკავშირის სახელმწიფოები, ჩინეთი და ლათინური ამერიკის ქვეყნები. ასევე საქართველო. ჩამონათვალში არ არის აშშ და რუსეთი.

დადგენილი წესის მიხედვით, მონტენეგროში ჩასვლა მხოლოდ იმ ქვეყნებიდან არის დაშვებული, სადაც ყოველ 100 000 მოქალაქეზე კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 36-ს არ აღემატება.

შეგახსენებთ, რომ მონტენეგრო პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც 24 მაისს განაცხადა, რომ მის ტერიტორიაზე კორონავირუსის აქტიური შემთხვევები აღარ არის.