„მონპელიემ“ ვენსან რატეზის ტრანსფერი დაადასტურა
„მონპელიემ“ ვენსან რატეზის ტრანსფერი დაადასტურა

ფრანგმა მორაგბე ვენსან რატეზმა ტოპ 14-ის კლუბ „მოპელიესთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს.

28 წლის მორაგბემ ხუთი სეზონი პრო დე2-ში გაატარა, 2016 წლიდან კი „ლა როშელის“ რიგებში 98 შეხვედრაში 27 ლელო გაიტანა. 2017 წელს რატეზი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების რიგებში გამოიძახეს და ქვეყნის პირველი ნაკრების შემადგენლობაში ხუთი მატჩი ჩაატარა.

რატეზი ახალ კლუბს 1 ივლისიდან შეურთდება.