მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.5 პროცენტამდე შემცირდა
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.5 პროცენტამდე შემცირდა

ერონული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძე განცხადება კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ფეისბუქ-ლაივით გააკეთა.

მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.5 პროცენტს შეადგენს.

„დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში და ზოგადად მთელ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და არსებული ვითარება შევაფასეთ. ეროვნული ბანკის პროგნოზები და ბაზრის მოლოდინები განვიხილეთ. მსჯელობის შემდეგ კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.5 პოცენტს შეადგენს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 24 ივნისს ჩატარდება.

დატოვე კომენტარი