„მონცას“ ოფიციალური საიტი საბა გოგლიჩიძეზე წერს – შესანიშნავი ფიზიკური და ტექნიკური თვისებების მქონე მცველია #1TVSPORT

00:30, 02.09.2026

იტალიის სერია A-სმონცამ“ საბა გოგლიჩიძის ტრანსფერი დაადასტურა და ქართველი ახალწვეული წარადგინა.

„საბა გოგლიჩიძე „მონცას“ ახალი შენაძენია. ქართველი მცველი „უდინეზედან“ 2027 წლის 30 ივნისამდე იჯარით შემოგვიერთდა. ამავე დროს, „ბიანკოროსომ“ ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებაც მიიღო.

2004 წლის 25 ივნისს ქუთაისში დაბადებული გოგლიჩიძე „ტორპედოს“ ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა, პროფესიონალური დებიუტი კი 2021 წლის 4 ივლისს, საქართველოს ლიგაში ჰქონდა. მშობლიური კლუბის შემადგენლობაში 32 თამაშის შემდეგ, 2024 წლის იანვარში „ემპოლიში“ გადავიდა.

სერია A-ში პირველ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა, ხოლო იტალიის თასზე – 3 მატჩი და „ემპოლის“ ნახევარფინალში გამარჯვებაში დაეხმარა. შთამბეჭდავი თამაშით რამდენიმე კლუბის ყურადღება მიიპყრო და „უდინეზემ“ ის 2025 წლის ზაფხულში დაიმატა. 2026 წლის იანვარში იჯარით „უოტფორდს“ შეუერთდა და ჩემპიონშიფში 12 მატჩი ჩაატარა.

შესანიშნავი ფიზიკური და ტექნიკური თვისებების მქონე მცველმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი ჩაატარა. ახლა „მონცა“ მას სერია A-ში ახალი თავგადასავლისთვის ელის. კეთილი იყოს შენი მობრძანება, საბა,“ – წერია იტალიური კლუბის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი