მონაკოს პრინცს კორონავირუსი დაუდგინდა
მონაკოს პრინცს კორონავირუსი დაუდგინდა

მონაკოს პრინცს, ალბერ მეორეს კორონავრუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ მონაკოს სამეფო სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთების მიზეზს არ წარმოადგენს.

სამეფო სასახლის განცხადებით, 62 წლის პრინცი ალბერი მუშაობას სახლიდან განაგრძობს.
აღსანიშნავია, რომ სამი დღის წინ კორონავირუსი მონაკოს სახელმწიფო მინისტრს სერჟ ტელეს დაუდგინდა