„მონაკოს“ მფლობელი რუსი მილიარდერი დაპატიმრებულია
„მონაკოს“ მფლობელი რუსი მილიარდერი დაპატიმრებულია

რუსი მილიარდერი დმიტრი რიბოლოვლევი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე „მონაკოს“ მფლობელია, დააკავეს და საპყრობილეში მოათავსეს, – წერს ფრანგული გაზეთი „ლე მონდი“ (Le Monde). 51 წლის ბიზნესმენის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

რიბოლოვლევი ეჭვმიტანილია კორუპციასა და ფინანსურ მაქინაციებში. მათ შორის არის საქმე, რომელიც უკავშირდება „მონაკოში“ ფულის ჩადებას სისტემის გვერდის ავლით. რუსი დააპატიმრეს მონაკოს სათავადოს პროკურატურის მოთხოვნით.

რიბოლოვლევმა „მონაკო“ 2011 წლის დეკემბერში შეიძინა. გუნდი 2016-17 წლებში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა