მონაკოს ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელ ტიერი ანრის უფლებამოსილება შეუჩერა და ახალი მწვრთნელის თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული ლიგა 1-ს აუტსაიდერები ისევ ძველი დამრიგებლის, პორტუგალიელი ლეონარდო ჟარდიმის დაბრუნებას აპირებენ.
მონაკოს, რომელიც 2017 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, მიმდინარე სეზონის 20 მატჩიდან მხოლოდ ხუთი აქვს მოგებული და გასავარდნ ზონაში იმყოფება.
კლუბმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პარასკევის მატჩისთვს გუნდს ანრის თანაშემწე ფრანკ პასი მოამზადებს.
მონაკოში მისვლამდე, არსენალის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.