მონაკო ტიერი ანრის გაშვებასა და ჟარდიმის დაბრუნებას აპირებს
მონაკო ტიერი ანრის გაშვებასა და ჟარდიმის დაბრუნებას აპირებს

მონაკოს ხელმძღვანელობა ტიერი ანრის მთავარ მწვრთნელად დანიშვნიდან სამთვინახევრის თავზე, ფრანგი სპეციალისტის პოსტიდან განთავისუფლებაზე ფიქრობს.

ანრიმ ოქტომბერში ჩაიბარა მონაკო და იქიდან მოყოლებული, გუნდმა 20 მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც მხოლოდ ოთხი მოიგო. მონაკო გათამაშების ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა და ახლა კლუბის მფლობელები ლეონარდო ჟარდიმის დაბრუნებაზე დაფიქრდნენ. ჟარდიმი მონაკოში ანრის მისვლამდე მუშაობდა.

სამშაბათს მონაკო საფრანგეთის თასიდანაც გამოვარდა, როცა საკუთარ მოედანზე წააგო 1/16 ფინალის მატჩი მეცთან.