მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველმა თამთა ტეფნაძემ ყურადღება ისეთ თემებზე გაამახვილა, როგორიცაა სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება, მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობა და სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარიხსის კონტროლის აუცილებლობა.

ტელეოკომუნიკაციების ომბუდსმენის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს შემოსული 283 საჩივრიდან, სამსახურმა 271 საჩივარი დააკმაყოფილა, რაც სრული რაოდენობის 96 პროცენტს შეადგენს.

ტეფნაძის განცხადებით, 283 საჩივრიდან, მხოლოდ სამ შემთხვევაში გახდა საჭირო საკითხი კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას განეხილა.

ანგარიშში ყურადღება ასევე მოზარდთა და არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო ინტერნეტის მნიშვნელობასა და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების ჩატარებაზე გამახვილდა.

ტელეკუმუნიკაციების ომბუდსმენის მიერ გატარებულ საქმიანობას დადებითად აფასებენ კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრებიც.

ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, მომხამრებელთა ინტერესების სამსახურმა ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რამაც რიგი ძირეული ცვლილებების განხორცილებას და მომხამარებელთა ინტერესების დაცვას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.