მომღერალი ჰამლეტ გონაშვილი დღეს 90 წლის გახდებოდა
მომღერალი ჰამლეტ გონაშვილი დღეს 90 წლის გახდებოდა

საქართველოს სახალხო არტისტი  ჰამლეტ გონაშვილი დღეს 90 წლის გახდებოდა.

სახალხო მოლექსე, მასწავლებელი, „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს, სოფელ ანაგში დაიბადა.

1953-1969 წლებში იყო ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრი, 1969 წლიდან კი ფოლკლორულ ანსამბლ „რუსთავში“ მღეროდა.

გონაშვილი უნიკალური ტემბრის მქონე ტენორი იყო.

შემსრულებლის რეპერტუარიდან განსაკუთრებით გამორჩეულია „ურმული“, „ოროველა“, „წინწყარო“ და სხვა.

ჰამლეტ გონაშვილი უბედურ შემთხვევას საყვარელ სოფელში, 57 წლის ასაკში ემსხვერპლა.

დატოვე კომენტარი