მომღერალი ბაბი კირკიტაძე მის შესახებ გავრცელებულ ვიდეომონტაჟთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება
მომღერალი ბაბი კირკიტაძე მის შესახებ გავრცელებულ ვიდეომონტაჟთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება

მომღერალი ბაბი კირკიტაძე მის შესახებ გავრცელებულ ვიდეომონტაჟთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ხვალ გამოიკითხება.

​როგორც საქართველოს პირველ არხს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, ბაბი კირკიტაძე, დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გამოკითხვაზე 9 დეკემბერს არის დაბარებული.

მომღერალმა სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა პოსტი, სადაც წერს, რომ სოციალური ქსელის „ჩატებში“ მის შესახებ დამონტაჟებული მასალა ვრცელდება.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს. პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც, ამ ცილისწამებისთვის“, – წერს ბაბი კირკიტაძე.