მომდევნო სამი დღის განმავლობაში სინოპტიკოსები წვიმას, თოვლსა და ქარს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტო 1-3 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სინოპტიკოსები წვიმას, თოვლსა და ქარს პროგნოზირებენ:
პირველ დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღისით უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი 10-15 მ/წმ, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით ძლიერი, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ, რომელიც დღის განმავლობაში შესუსტდება ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, მთაში ღამით +8, +13°; მაღალ მთაში ღამით 0, +5°.
აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში ზოგან თოვლის სახით და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, გორი-სურამის მონაკვეთზე ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +4, +9°; მთაში +3, +8°; მაღალ მთაში დღისით 0, +5°.
თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, წვიმა და ნისლი, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4°, დღისით +8°.
ორ დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ღამისა და დილის საათებში უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში ზოგან თოვლი, ღამით ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +6, +11°, დღისით +9, +14°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +5, +10°; მაღალ მთაში ღამით -3, +2°, დღისით +1, +6°.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით -1 , +4°, დღისით +7, +12°; მაღალ მთაში ღამით -5, 0°, დღისით +3, +8°.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ღამით წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4°, დღისით +13°.
სამ დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +9, +14°; მაღალ მთაში ღამით -5, 0°, დღისით +5, +10°.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა, ღამით მთაში თოვლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, ზოგან -3°-მდე, დღისით +8, +13°; მთაში ღამით -3 , +2°, დღისით +8, +13°; მაღალ მთაში ღამით -8, -3°, დღისით 0, +5°, ზოგან +11°-მდე.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3°, დღისით +10°, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.