მომდევნო კვირას უეფა ბელარუსის გარიცხვის საკითხს განიხილავს #1TVSPORT
ბელარუსის ნაკრები, შესაძლოა, ჩამოაშორონ უეფა-ს ეგიდით გასამართ ყველა ტურნირს, მათ შორის ევრო 2024-ის კვალიფიკაციას. ეს, შეიძლება, უკვე მომავალ კვირას მოხდეს.
უეფა-მ დაადასტურა, რომ 4 აპრილს ორგანიზაციის აღმასკომი განიხილავს ბელარუსელთა შესაძლო გარიცხვის საკითხს. ინფორმაცია ასევე დაადასტურა ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ.
უეფა-ს ეს ნაბიჯი პასუხია ევროპარლამენტის დეპუტატთა წერილზე, რომელშიც მოითხოვეს ტერორისტი ქვეყნის ტურნირებიდან ჩამოშორება.
ბელარუსის ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევში I ჯგუფში თამაშობს. მან წააგო პირველი ორი ტურის მატჩები შვეიცარიასთან (0:5) და რუმინეთთან (0:2).