მომდევნო დღეებში საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
მომდევნო დღეებში საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექი და ქარია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში 12-17 გრადუსზე დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 30 მარტს წვიმას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. 31 მარტს კი, უნალექო, მაგრამ ქარიანი ამინდი იქნება. ამასთან, პირველ და 2 აპრილს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი – 15-17 გრადუსი.

დატოვე კომენტარი