მომავალი სეზონიდან „რეალი“ ფეხბურთელებისთვის ხელფასის 30 პროცენტით შემცირებას გეგმავს
„სამეფო კლუბი“ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებას დაიწყებს, რომ მომავალი სეზონიდან ანაზღაურების 30 პროცენტით შემცირებაზე დაითანხმოს, – იუწყება As.
გამოცემის ინფორმაციით, ხელფასის თითქმის მესამედით შემცირება, მხოლოდ ფეხბურთელებსა და კლუბის მაღალ მენეჯმენტს შეეხება.
პანდემიით გამოწვეულ ფინანსურ კპრობლემებს, რა თქმა უნდა, ვერც „რეალი“ გადაურჩა და მადრიდულ კლუბში კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე მუშაობენ.
„სამეფო კლუბის“ სახელფასო ბიუჯეტი 283 მილიონ ევროს შეადგენს.