მომავალ წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი სავარაუდოდ, გაორმაგდება
მომავალ წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი სავარაუდოდ, გაორმაგდება

მომავალ წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი სავარაუდოდ, გაორმაგდება. ეკონომიკის მინისტრის მიერ დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, იმპორტის მოცულობა 2.8 მილიარდ კილოვატ/საათს მიაღწევს.

2017 წელს იმპორტი 1.5 მილიარდ კილოვატ/საათს შეადგენდა, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში კი, ამ მაჩვენებელმა 1.3 მილიარდი კილოვატ/საათი შეადგინა.

იმპორტი მაქსიმალურ ნიშნულზე, სავარაუდოდ, 2019 წლის მარტში ავა და 407.9 მილიონ კილოვატ/საათს შეადგენს.

საქართველო საკუთარ მოხმარებას ადგილობრივი რესურსებით მხოლოდ მაისი-ივლისის თვეებში დააკმაყოფილებს.