„მომავალ ლიდერთა ჰაბი“ - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე უნდა დაიწყოს საჯარო განხილვები და საზოგადოებას მიეწოდოს ცივილური მსჯელობის შედეგად მიღებული სწორი ინფორმაცია
„მომავალ ლიდერთა ჰაბი“ - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე უნდა დაიწყოს საჯარო განხილვები და საზოგადოებას მიეწოდოს ცივილური მსჯელობის შედეგად მიღებული სწორი ინფორმაცია

ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავხადოთ საჯარო ნებისმიერი ჩვენი ფინანსური ოპერაცია და მიზნობრიობა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არსებულმა საკანონმდებლო ინიციატივამ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გააჩინა კითხვები, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე უნდა დაიწყოს საჯარო განხილვები, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავალ ლიდერთა ჰაბში“ განაცხადეს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს საჯარო განხილვები და საზოგადოებას მიეწოდოს სრულყოფილი, ჯანსაღი და ცივილური მსჯელობის შედეგად მიღებული სწორი ინფორმაცია.

„ჩვენი ორგანიზაციის, „მომავალ ლიდერთა ჰაბის“ სახელით, გვინდა, გამოვეხმაუროთ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არასამთავრობო სექტორის მთავარი ღირებულება და მონაპოვარი შეიძლება იყოს იმ საზოგადოების ნდობა, რომელსაც ის ემსახურება, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმიანობა დაკავშირებულია ახალგაზრდობასთან. ახალგაზრდებთან მუშაობისას კი სანდოობა, გამჭვირვალობა ძირითადი ღირებულებები და მონაპოვარია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავხადოთ საჯარო ნებისმიერი ჩვენი ფინანსური ოპერაცია და მიზნობრიობა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არსებულმა საკანონმდებლო ინიციატივამ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გააჩინა კითხვები, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე უნდა დაიწყოს საჯარო განხილვები და საზოგადოებას მიეწოდოს სრულყოფილი, ჯანსაღი და ცივილური მსჯელობის შედეგად მიღებული სწორი ინფორმაცია. ჩვენ აქვე გამოვთქვამთ მზადყოფნას, მივიღოთ მსგავსი შინაარსის განხილვებში მონაწილეობა. „მომავალ ლიდერთა ჰაბი“ აქტიურად ახორციელებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და მზად არის, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს“, – განაცხადა „მომავალ ლიდერთა ჰაბის“ თავმჯდომარემ, ზურაბ სამხარაძემ.