მომაკვდავმა იაპონელმა ბიზნესმენმა ცხოვრების გამოსამშვიდობებელი წვეულება გამართა
მომაკვდავმა იაპონელმა ბიზნესმენმა ცხოვრების გამოსამშვიდობებელი წვეულება გამართა

იაპონელმა ბიზნესმენმა სატორუ ანზაკიმ, რომელსაც ექიმებმა სიმსივნის ფინალური სტადია დაუდგინეს, გამოსამშვიდობებელი წვეულება გამართა.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წვეულებაზე ბიზნესმენმა 1 000 ადამიანი დაპატიჟა.

ღონისძიებისთვის ანზაკიმ ერთ-ერთი სასტუმროს დარბაზი იქირავა. სტუმრების გასართობად კი მშობლიური პრეფექტურიდან, ტოკუსიამადან ცეკვის ანსამბლი მიიწვია.

სტუმრებს შორის იყვნენ ანზაკის ოჯახის წევრები, მეგობრები, ყოფილი თანაკლასელები და თანაკურსელები, ბიზნესპარტნიორები და მის კომპანიაში დასაქმებული ადამიანები.

სატორუ ანზაკი ექვსი წლის განმავლობაში იყო საავტომობილო გიგანტის Komatsu-ს დირექტორი.

80 წლის ბიზნესმენს ნაღვლის ბუშტის სიმსივნის დიაგნოზი 2017 წლის ოქტომბერში დაუდგინეს.

„მოხარული ვარ, რომ შემიძლია დავემშვიდობო ადამიანებს, რომლებთანაც ცხოვრებამ შემახვედრა. მინდა, დარჩენილი ცხოვრება მაქსიმალურად კომფორტულად გავატარო და  გადავწყვიტე, უარი ვთქვა მკურნალობაზე გვერდითი ეფექტების გამო“, – განაცხადა ბიზნესმენმა წვეულების დასრულების შემდეგ.