მოლდოვური ტელეარხის წამყვანმა პირდაპირ ეთერში ტელევიზიის დატოვების შესახებ განაცხადა - არ ვაპირებ, ვიყო ხელისუფლების მარიონეტი
მოლდოვური ტელეარხის წამყვანმა პირდაპირ ეთერში ტელევიზიის დატოვების შესახებ განაცხადა - არ ვაპირებ, ვიყო ხელისუფლების მარიონეტი

მოლდოვური ტელეარხის, Exclusiv TV-ს ჟურნალისტმა, იულია ფედოროვამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ტელეარხს ტოვებს.

როგორც იულია ფედოროვამ განაცხადა, ქვეყნის ტელევიზიისა და რადიოს საბჭო ჟურნალისტებს თავს ახვევს აბსურდულ წესებს და წამყვანს მარიონეტად, მოსახერხებელ, მოლაპარაკე თავად აქცევს.

„სამწუხაროდ, ჩემთვის უდიდესი მწუხარებით, დღევანდელი ტელევიზია იქცა ადგილად, სადაც სიტყვის თავისუფლება იზღუდება და საღი აზრი იგნორირებულია. თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე ჟურნალისტი, რომელიც სიმართლის ძიებაში გულწრფელად ასრულებს თავის მოვალეობას, ყველა მხრიდან აღმოჩნდა დემოკრატიული სახელმწიფოს მიერ შევიწროებული. ამ ქვეყანაში ხელისუფლება ევროპული ღირებულებების მხოლოდ დეკლარირებით არის დაკავებული. საქმე იქამდე მივიდა, რომ ტელევიზიისა და რადიოს საბჭო პირდაპირ კრძალავს პირდაპირ ეთერში, თოქშოუებში ირონიას – ახლა ჩემზეა საუბარი. საბჭო თავს გვახვევს აბსურდულ წესებს და წამყვანს მარიონეტად, მოსახერხებელ, მოლაპარაკე თავად აქცევს. არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები მარიონეტი, რომელსაც შეიძლება საკუთარი ნება მოახვიო. ღირს თუ არა შეხსენება, რომ ცენზურა ჟურნალისტებისთვის მიუღებელია. ამის შედეგად – შესაძლოა დროებით – იძულებული გავხდი, ჩემი ცხოვრების სატელევიზიო გვერდი დავხურო“, – თქვა იულია ფედოროვამ.

მოლდოვის ტელევიზიისა და რადიოს საბჭოს ჟურნალისტის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.