მოლდოვური მხარის ინფორმაციით, მოლდოვა და აშშ „ღია ცის“ შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რაც  პირდაპირი ფრენების დაწყების პირობებს შექმნის
მოლდოვური მხარის ინფორმაციით, მოლდოვა და აშშ „ღია ცის“ შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რაც პირდაპირი ფრენების დაწყების პირობებს შექმნის

მოლდოვური მხარის ინფორმაციით, მოლდოვა და აშშ „ღია ცის“ შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყებისთვის პირობებს შექმნის.

როგორც მოლდოვური მედია წერს, შეთანხმებას ხელს 18 მაისს მოაწერენ მენეჯმენტისა და რესურსების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ ვერმა და მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი ლილია დაბიჟა.

მოლდოვური მხარის ცნობით, შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს ქვეყანაში საჰაერო მომსახურების ბაზრის გახსნას და კიშინოვის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმართულებების დივერსიფიკაციას, დადებითად აისახება დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებაზე, ასევე ქვეყნებს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.