მოლდოვური მედია - მოლდოვის ავტონომიური ერთეულის, გაგაუზიის ხელმძღვანელი მოსკოვში ჩავიდა და ცენტრალური ხელისუფლება რეგიონის შევიწროებაში დაადანაშაულა
მოლდოვის ავტონომიური ტერიტორიული ერთეულის, გაგაუზიის ხელმძღვანელი ევგენია გუცული მოსკოვში მოულოდნელად ჩავიდა და მოლდოვის ხელისუფლება რეგიონის შევიწროებაში დაადანაშაულა.
მოლდოვური მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯომარესთან, ვალენტინა მატვიენკოსთან შეხვედრაზე გუცულმა ისაუბრა ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე, რათა ავტონომიის მოსახლეობამ შეძლოს რუსეთში გამგზავრება.
„სამწუხაროდ, ახლა გაგაუზიაში ჩვენს უფლებებს ავიწროებს ცენტრალური ხელისუფლება. ეს ყოველგვარ ზღვარს სცდება. ჩვენ მრავალი წლის, ათწლეულის განმავლობაში ვმეგობრობდით და კარგი ურთიერთობა გვქონდა რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ, რომ გვქონდეს მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციისგან. ჩვენ გვინდა, სულ მცირე, რუსეთში ჩავიდეთ გადაჯდომების გარეშე, ლოგისტიკაში გართულებების გარეშე, რადგან ახლა ეს ძალიან რთულია“, – განაცხადა ევგენია გუცულმა.
თავის მხრივ, მატვიენკომ აღნიშნა, რომ რუსეთი მხარს უჭერს ავტონომიის დაბალანსებულ, პრაგმატულ კურსს და მზად არის, გაუწიოს ყველა შესაძლო დახმარება. რუსეთის ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელმა კიშინეუს პოლიტიკურ კურსს რუსოფობიური უწოდა.