მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი 72 საათით დააკავეს
მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი 72 საათით დააკავეს

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი 72 საათით დააკავეს. იგორ დოდონი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მოლდოვის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, მარიანა კიორპეკმა განაცხადა.

დილიდან მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურა იგორ დოდონის სახლში და დამატებით 11 დაწესებულებაში ჩხრეკას აწარმოებს. პროკურატურა კორუფციის, უკანონო გამდიდრებისა და სახელმწიფო ღალატის საქმეებს იძიებს.

როგორც მედია წერს, 18 მაისს მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ის მოლდოველი ოლიგარქისგან ვლადიმერ პლახოტნიუკისგან ქრთამის აღებაში იყო ეჭვმიტანილი. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, რომ ოლიგარქი ცდილობს, მაშინდელ მოლდოვის პრეზიდენტს გადასცეს შავი პაკეტი, რომელშიც სავარაუდოდ თანხა იდო.

მედიის თქმით, ამ ვიდეოს გამოჩენის შემდეგ დაიწყო გამოძიება, თუმცა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დანაშაული თავდაპირველად ვერ გამოავლინა და სასამართლომ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა. გასულ კვირას კი, კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს.

დატოვე კომენტარი