მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო სრული შემადგენლობით გადადგა
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო სრული შემადგენლობით გადადგა

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო სრული შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ განცხადება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მანამდე მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადადგომისკენ ქვეყნის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა და პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისში მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებამ ქვეყანაში კრიზისი გამოიწვია. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული ახალი უმრავლესობა უკანონოდ გამოაცხადა და ვადამდელი არჩევნების გამართვა მოითხოვა.

შედეგად ქვეყანას რამდენიმე დღის განმავლობაში ორი მთავრობა ჰყავდა. მოგვიანებით სასამართლოში განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსამართლეებმა ზეწოლის გამო მიიღეს.

დატოვე კომენტარი