მოლდოვის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ნიკოლაი პატრუშევის განცხადება არის ჩარევა მოლდოვის საშინაო საქმეებში და მიმართულია დესტაბილიზაციისკენ
მოლდოვის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ნიკოლაი პატრუშევის განცხადება არის ჩარევა მოლდოვის საშინაო საქმეებში და მიმართულია დესტაბილიზაციისკენ

ასეთი განცხადებები არის ჩარევა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში და მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველის განცხადებას, სადაც ნიკოლაი პატრუშევი აღნიშნავს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტონ.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ეს განცხადება.

„მსგავსი განცხადებები წარმოადგენს მიუღებელ ჩარევას ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში და მიმართულია რეგიონის დესტაბილიზაციისკენ. მოლდოვა არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც მტკიცედ მიჰყვება დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზას თავისი მოქალაქეების ნების შესაბამისად“, – აღნიშნეს უწყებაში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ კიშინეუს ანტირუსული პოლიტიკა გამოიწვევს იმას, რომ მოლდოვა სხვა ქვეყნის ნაწილი გახდება ან შეწყვეტს არსებობას.